ზაზა ფაჩულია "მილუოკი ბაკსში" გადავიდა

AutoSharing Option
ამერიკული პრესის ინფორმაციით, ზაზა ფაჩულია "მილუოკი ბაკსის" წევრი გახდა.

ESPN წერს, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერმა "მილუოკისთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ამ ხნის განმავლობაში ზაზა 15,6 მილიონ დოლარს მიიღებს.

ეს ინფორმაცია მხოლოდ 10 ივლისს დადასტურდება, რადგან ამერიკაში თავისუფალ აგენტებს მხოლოდ 10 ივლისიდან შეუძლიათ ხელშეკრულების გაფორმება.

ახლა "მილუოკიში" წინა ხაზის 8 კალათბურთელი მოგროვდა: ზაზა, დრიუ გუდენი, გუსტავო აიონი, ჯონ ჰენსონი, ლუკ რიჩარდ მბა, ლარი სენდერსი, ეკპე უდო და ერსან ილიასოვა.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულია 2004/05 წლების სეზონში უკვე თამაშობდა "მილუოკიში".

2003 წელს თურქულ
"ულკერსპორში" მოთამაშე ფაჩულია დრაფტის 42-ე ნომრად "ორლანდომ" აიყვანა, ერთი სეზონის შემდეგ ის "მილუოკიში" გადავიდა, სადაც მატჩში საშუალოდ 6,2 ქულას და 5,1 მოხსნას აგროვებდა. ამის მერე იყო "ატლანტა ჰოკსში" გატარებული 8 სეზონი.

ასევე იხილეთ:
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ნახვამდის ატლანტა!!!
ზაზა ფაჩულიათი "სან ანტონიო სპურსი" დაინტერესდა
ზაზა ფაჩულიას ვარიანტები: "პორტლენდი", "ლეიკერსი" და "ჩიკაგო"?
ზაზა ფაჩულია: "ატლანტაში" დარჩენა მინდა, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული