მას მერე გამოცემა SBNATION-მა დაწერა: ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონტრაქტსა და მის პირობებზე აუცილებლად დაილაპარაკებენ, თუმცა შეხვედრა ახლო მომავლისთვის გადაიდო.
ჩამოგითვალეთ რამდენიმე კლუბი, რომელიც ზაზა ფაჩულიასთან მიმართებაში ამერიკელმა ჟურნალისტებმა ახსენეს.
დღეს თემას განვაგრძობთ და სხვა ვარიანტებს დაგისახელებთ. სატრანსფერო ჭორ-მართალზე ყოველდღიურად წერა ვინმეს, შესაძლოა, ზედმეტად მოეჩვენოს, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისთან გვაქვს საქმე: აქამდე რომელ ქართველ სპორტსმენზე დაწერილა (თუნდაც ჭორის სახით), რომ მსოფლიო მასშტაბის სამ-ოთხ გუნდს სურს გადაბირება? თუ ამერიკელები იჩენენ
თბილისში, "ლელოს" რედაქციაში სტუმრობისას ზაზამ სურვილიც გაგვიმხილა - NBA-ს ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში სიამოვნებით ვითამაშებო. ისიც გავიხსენეთ, რომ ოთხი წლის წინათ ფაჩულიას "სან ანტონიო სპურსმა" შესთავაზა გამზადებული კონტრაქტი და ის იყო, ხელი უნდა მოეწერა, რომ "ატლანტამ" გაუმჯობესებული პირობებით გაჯერებული ხელშეკრულება გაუწოდა და 212 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრიც ჯორჯიაში დარჩა.
* * *
და აი, NBA-ს ფინალისტი "სან ანტონიო" კიდევ ერთხელ დაინტერესდა ფაჩულიათი. ეს 2 ივნისს ცნობილმა ანალიტიკოსმა დევიდ ოლდრიჯმა საკუთარ "ტვიტერზე" დააფიქსირა: "მილუოკი", "პორტლენდი" და "სან ანტონიო" შეუერთდნენ "ატლანტას", რომელსაც ზაზა ფაჩულიასთან კონტრაქტის გაფორმება სურს.
ქართველი აქილევსის მყესს მკურნალობს. რეაბილიტაცია გეგმაზომიერად მიმდინარეობს."
გამოცემა "პროჯექტ სპურსში" ვკითხულობთ: "სანანტონიოელები გასულ სეზონში ფარქვეშ ტიაგო სპლიტერის იმედად იყვნენ, რომელმაც კარგი სეზონი ჩაატარა.
თუმცა ფაჩულია უფრო მძიმეა, ძალისმიერი სტილი გამოარჩევს და არავისთან შებრძოლებას არ ერიდება. თუ არ გჯერათ, კევინ გარნეტს ჰკითხეთ."
* * *
ოლდრიჯის დაწერილიდან ვიგებთ, რომ ზაზასადმი ინტერესი "მილუოკი ბაქსსაც" აქვს. ამ გუნდზე აქამდე არაფერი გვითქვამს.
ინტერესი რეალური რომ არის, ამას საიტ "მედისონზეც" ვკითხულობთ: "მილუოკელთა მთავარ მწვრთნელად ახლახან დაინიშნა ექსატლანტელი ლარი დრიუ.
შესაბამისად, მისი ინტერესი ფაჩულიასადმი გასაგებია. შეგახსენებთ, რომ ზაზა ამ გუნდში კარიერის დასაწყისში თამაშობდა - 2004-05 წლების სეზონში."
არ გაგიკვირდეთ, ხვალ ახალი გუნდი რომ დასახელდეს, მაგრამ მწვრთნელის ფაქტორის (გრეგ პოპოვიჩი) და ამბიციების გათვალისწინებით, "სან ანტონიო" საუკეთესო ვარიანტთა შორის მოჩანს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულიას ვარიანტები: "პორტლენდი", "ლეიკერსი" და "ჩიკაგო"?
ზაზა ფაჩულია: "ატლანტაში" დარჩენა მინდა, მაგრამ...
CNN: ზაზა ფაჩულიას "პორტლენდი" ელაპარაკება!
ზაზა ფაჩულია იგორ კოკოშკოვთან, "კლივლენდში"?
ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა