თორნიკე შენგელიამ ბრუკლინელი ჟურნალისტის კომპლიმენტი დაიმსახურა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე მეორე მატჩი ჩაატარა.

მისი "ბრუკლინის" მეტოქე "მაიამი ჰიტი" იყო. ბრუკლინელებმა ამჯერადაც წააგეს - 86:93.

თორნიკე კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო. მართალია, ქულა-მოხსნებით თვალი ვერ მოგვჭრა, მაგრამ ბრუკლინელი ჟურნალისტის კომპლიმენტი კი დაიმსახურა: სტატისტიკაში არ ჩანს, თუმცა შენგელიამ დაცვაში დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა. რამდენჯერმე ლამაზადაც შეუტია, ხოლო მისი პასები ცალკე აღნიშვნას იმსახურებს.

მოკლედ, 207 სმ სიმაღლის ქართველის მონაგარი ასეთი იყო: 25 წუთი, 6 ქულა, 4 პასი, 1 ჩაჭრა,
2 დაფარება.

თოკომ 6-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 2 სამქულიანი ტყორცნა კი მიზანს ასცდა. "ბრუკლინ ნეთსის" ბომბარდირი 25 ქულით ტაიშონ ტეილორი გახდა.

10 ივლისს შენგელიას გუნდი ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე "იუტას" შეეჭიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული