თორნიკე შენგელიამ ორლანდოს ლიგის ბოლო მატჩში 14 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე თამაში შთამბეჭდავად დაასრულა. აქამდე გამართულ 4 შეხვედრაში მისი მაქსიმუმი 9 ქულა იყო, "ფილადელფიასთან" მატჩში კი ქართველმა ფორვარდმა 14 ქულა დააგროვა.

"ბრუკლინმა" კი მაინც წააგო და ორლანდოს ლიგა მოუგებლად დაასრულა. შენგელიას გუნდი ამჯერად ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა ბოლო წუთებზე არ გაუმართლა და შეხვედრა 86:89 დათმო.

უცნაური გადაწყვეტილება მიიღო ბრუკლინელთა ახალბედა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა, რომელმაც მხოლოდ 6 კალათბურთლი ათამაშა.

შენგელია კვლავ ხუთეულში იყო და მოედანზე 34,41 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი,
4-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

14 ქულასთან ერთად თორნიკემ 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.

ბრუკლინელთაგან 23-23 ქულა დააგროვეს ახალბედა მეისონ პლუმლიმ და კრის რაიტმა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული