ზაზა ფაჩულიას "მილუოკში" კონკურენტები გამოუჩნდნენ

AutoSharing Option
ივლისის დასაწყისში ზაზა ფაჩულიამ თავისუფალი აგენტის სტატუსით "მილუოკი ბაქსთან" გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი.

როცა ქართველი გუნდში ჩაირიცხა, "ხარირმებში" ერთი ძლიერი ნომინალური ცენტრი იყო - ლარი სენდერსი.

თუმცა ბოლო დღეებში მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ კიდევ ორი მეფარე აიყვანა.

ოთხკაციანი ტრეიდის შედეგად "დეტროიტ პისტონსიდან" "მილუოკიში" გადავიდნენ ვიაჩესლავ კრავცოვი (უკრაინა), კრის მიდლტონი და ბრენდონ ნაითი, სანაცვლოდ კი დეტროიტელებმა ბრენდონ ჯენინგსი მიიღეს.

კრავცოვი 211 სმ სიმაღლის ცენტრია და უკრაინის ნაკრებიდან ქართველ ქომაგს უთუოდ ემახსოვრება.

მართალია, იგი გაცვლის შედეგად "მილუოკიში" გადავიდა, მაგრამ საკითხავია, დარჩება თუ არა
გუნდში, რადგან "ბაქსს" ზაზა ფაჩულიასა და ლარი სენდერსის გარდა კიდევ ჰყავს ცენტრი მიროსლავ რადულიცა (213 სმ).

სერბმა კალათბურთელმა გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. იგი გასულ სეზონში უკრაინული "აზოვმაშის" ღირსებას იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული