ეს ინფორმაცია 7 აგვისტოს იტალიელი ჟურნალისტისგან შევიტყვეთ. საქმე ბოლომდეა მისული, როგორც თავად გიორგიმ გვითხრა, ახალ გუნდში 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
სარაგოსა
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეფარე გასულ სეზონში ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" გამოდიოდა და გუნდთან ერთად ევროლიგაც მოიგო.
"სარაგოსა" ევროლიგაზე არ ასპარეზობს - ევროთასზე დაიცავს ესპანეთის ღირსებას. 2012-13-ში, ესპანეთის პირველობაზე ნახევარფინალში დათმო მადრიდის "რეალთან".
გუნდში შერმადინს დახვდებიან ბელგიელი ჯონათან ტაბუ, ჰოლანდიელი ჰენკ ნორელი, ხორვატი დამიან რუდესი, ისლანდიელი ჯონ სტეფანსონი... მთავარ
აი, რა თქვა მან გიორგის შესახებ:
- მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, გიორგი შერმადინს საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლის დიდი გამოცდილება აქვს. იგი მრავალმხრივ გამოსადეგი კალათბურთელია, კარგია მოხსნებში, სასარგებლოა დაცვაში და აღნიშვნის ღირსია მისი შედეგიანი თამაში შეტევაში.
რეალი, ბარსელონა...
თავის მხრივ "სარაგოსაზე" ოპტიმიზმით ილაპარაკა გიორგი შერმადინმა:
- ესპანურ გუნდში პირველად მიწევს თამაში. ველაპარაკე მთავარ მწვრთნელ ხოსე ლუის აბოსს, რომელმაც ქალაქი სარაგოსაც კარგად დამიხასიათა და გუნდიც - ყოველწლიურად ვუმჯობესდებითო.
ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, სარაგოსაში მეც კარიერული წინსვლისთვის ჩავდივარ. მექნება საკმარისი სათამაშო დრო შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოსავლენად.
გადაწყვეტილების მიღებისას ქართველმა ცენტრმა გაითვალისწინა ესპანეთის ჩემპიონატის დონეც...
- ესპანეთში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია, რომელშიც "რეალი", "ბარსელონა", "ვალენსია" და სხვა არანაკლები გუნდები ასპარეზობენ. მათ წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა.
"სარაგოსას" რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი შესავალში ჩამოგითვალეთ. მათგან გიორგი შერმადინი ბევრს არ იცნობს, მხოლოდ ჰოლანდიელ ჰენკ ნორელსა და ბელგიელ ჯონათან ტაბუს.
- ნორელის წინააღმდეგ ნაკრების მაისურით მაქვს ნათამაშები. ძლიერი კალათბურთელია. იმავეს თქმა შეიძლება ტაბუს შესახებ. დანარჩენს პირადად ესპანეთში ჩასვლის შემდეგ გავიცნობ და დარწმუნებული ვარ, ყველასთან იოლად გამოვნახავ საერთო ენას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"