გიორგი შერმადინი: "სარაგოსასთან" ერთად ყველაფრის მოგებას ვეცდები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 216 სმ სიმაღლის (1989 წელსაა დაბადებული) ცენტრი გიორგი შერმადინი ევრობასკეტის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და მალევე გაემგზავრა ესპანეთში, სადაც არაგონულ "სარაგოსაში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.

როგორც წესი, ახალი კალათბურთელის ჩასვლასთან დაკავშირებით მოეწყო პრეზენტაცია და ესპანურ საიტ "ეი-სი-ბი"-ზე გამოქვეყნდა გიორგის ინტერვიუ.

- რატომ მაინცდამაინც "სარაგოსა"?
- ვიცი, რომ საკალათბურთო ქალაქში ჩამოვედი. კალათბურთელებმა ისიც მითხრეს, რომ დიდი ტრადიციების გუნდია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მადლობა მწვრთნელს, რომელსაც სჯერა ჩემი. ვეცდები, იმედები გავუმართლო. ყველაფერს ვიღონებ, რომ "სარაგოსას" წარმატების მიღწევაში
დავეხმარო, მოვიგოთ ყოველი მატჩი ევროთასსა თუ ესპანეთის ჩემპიონატში.

- თქვენგან არაგონში ბევრს ელიან...
- გუნდის გულშემატკივრების მოსაზრებებს "ტვიტერში" ვეცნობოდი. მათ მიაჩნიათ, რომ შემიძლია, გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავეხმარო. ვეცდები ქომაგი გავახარო.

- თანაგუნდელთაგან ვის იცნობთ?
- ჰენკ ნორელს ორი წლის წინათ შევხვდი. იგი ჰოლანდიის ნაკრებში თამაშობს. ასევე, სანაკრებო დონეზე დავუპირისპირდი ბელგიელ ჯონათან ტაბუს. ახლახან, სლოვენიაში ხორვატი დამიან რუდეზის წინააღმდეგ ვითამაშე. მას გამოველაპარაკე და მითხრა, რომ "სარაგოსა" შესანიშნავი გუნდია და ქალაქიც დიდებულია.

- ახალ გუნდში სათამაშო დრო როგორ გექნებათ, როგორც საქართველოს ნაკრებში თუ როგორც "ოლიმპიაკოსში"?
- საინტერესო შეკითხვაა, თუმცა პასუხს მე ვერ გაგცემთ, ეს "სარაგოსას" მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გიო!!!
achi
16:01 18-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული