გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე "სარაგოსას" რიგებში საუკეთესოები გახდნენ

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა ერთობლივად პირველი მატჩი ჩაატარეს ესპანურ "სარაგოსაში".

შეხვედრა ამხანაგური იყო და არაგონელებს მეტოქედ ნაკლები გაქანების გუნდი "კლავიხო" ჰყავდათ, რომელსაც 10 ქულის სხვაობით - 78:68 სძლიეს.

ქართველი კალათბურთელები საუკეთესონი იყვნენ. სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინმა ითამაშა, რომელმაც 19 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

შერმადინმა თითქმის უშეცდომოდ ისროლა, 6-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. საერთო შედეგიანობის კოეფიციენტით (25), მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ გიორგი შერმადინი გახდა.

სარაგოსელთა შორის შერმადინის შემდეგ
საუკეთესო შედეგი სანიკიძემ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა.

ვიქტორის ანგარიშზე ასევე 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. მომდევნო საკონტროლო მატჩს სარაგოსელები 27 სექტემბერს, შედარებით სოლიდურ გუნდ "ფუენლაბრადასთან" გამართავენ.

Sportall.Ge

ამხანაგური მატჩი გამართა ბექა ბურჯანაძის "კახასოლმაც", რომელმაც "ბილბაოს" 88:81 მოუგო და ამაში ქართველ ფორვარდსაც მიუძღვის წვლილი - ბურჯანაძემ 7 ქულა მოაგროვა.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული