გიორგი ცინცაძე "ევრობასკეტის" რჩეულთა შორისაა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" მარიუპოლის "აზოვმაშთან" ორი ამხანაგური გამარჯვების შემდეგ ამავე გუნდთან ოფიციალური მატჩიც ჩაატარა და უკრაინის ჩემპიონატის მეორე ტურში აზოვისპირელებს 79:71 მოუგო.

ქართველმა გამთამაშებელმა სეზონის მეორე მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. მის ანგარიშზე 15 ქულა და 3-3 მოხსნა-პასია. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა.

* * *

გამოცემა "ევრობასკეტმა" გამოაქვეყნა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელთა სია, შეადგინა სიმბოლური ხუთეული.

ჩამონათვალში ერთადერთი ქართველია - საპატიო თერთმეტეულში გიორგი ცინცაძე მოხვდა. მასთან ერთად არიან: კრუნისლავ სიმონი (ხორვატია), იან ვესელი (ჩეხეთი), ალესანდრო ჯენტილე
(იტალია), ნიჰად დედოვიჩი (ბოსნია), ჰეიკო შაფარციკი (გერმანია), სერხიო როდრიგესი (ესპანეთი), ალექსეი შვედი (რუსეთი), აქსელ ერველე (ბელგია), მიჰალ იგნერსკი (პოლონეთი), კრისტაპს იანიჩენოკსი (ლატვია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული