ქართველმა ცენტრმა სულ მეორედ მოირგო ფორმა, შეცვლაზე შევიდა და 21 წუთში თავი 7 ქულას (1-3, 5-9), 9 მოხსნას (4 მეტოქის ფარზე) და 5 პასს მოუყარა.
როგორც ხედავთ, ჩვენებური დიდად შეეწია "მილუოკის", მოხსნებში ყველას აჯობა და შედეგიან გადაცემებში მეორე იყო გუნდში.
თორნიკე შენგელიას "ბრუკლინი" ლამის მეორე შემადგენლობით ეწვია "ბოსტონს" და 97:101 წააგო. ტრავმირებულთა შორისაა ქართველი მძიმე ფორვარდიც.
NBA-ს რეგულარული სეზონი 29 ოქტომბერს იწყება.
ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: პირველი