ზაზა ფაჩულია: პირველი თამაშისთვის თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია კალათბურთს დაუბრუნდა! 29 წლის ქართველმა ცენტრმა ტრავმისა და ოპერაციის გამო შარშანდელი სეზონის დასასრული, პლეი ოფი და ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა - ჯამში, 6 თვეზე მეტი.

და აი, ის ჩიკაგოში საგამოფენო მატჩში ვიხილეთ "ბულზის" წინააღმდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ "მილუოკიში" დაბრუნების შემდეგ ეს მისი დებიუტი იყო "ბაქსის" რიგებში.

ზაზა "მილუოკიდან" 2005 წლიდან გადავიდა და მთელი პერიოდი "ატლანტაში" გაატარა, ამ ზაფხულს კი ის ყოფილ გუნდს დაუბრუნდა.

"ჩიკაგომ" დამაჯერებლად სძლია "მილუოკის" - 105:84.

ზაზა ფაჩულია შეცვლაზე შევიდა და მოედანზე თითქ
მის 17 წუთი დაჰყო.

მის ანგარიშზე 8 ქულა (4-7) და 2 მოხსნაა. ზაზამ ერთხელ დაკარგა ბურთი და ორი პერსონალური ფოლი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს სეზონი 29 ოქტომბერს იწყება. ასოციაციაში კიდევ ერთი ქართველი, თორნიკე შენგელია "ბრუკლინის" ღირსებას იცავს.

"იმის გათვალისწინებით, რომ 6-7 თვე არ მითამაშია, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. უნდა მოვძლიერდე და სისწრაფე დავიბრუნო, მაგრამ ეს ვარჯიშით და პრაქტიკით მოვა. მეტად ფეთქებადი სტილით უნდა ვითამაშო, ეს ჩემი მიზანია.

წაგება არავის უყვარს. შეტევისას სხარტები უნდა ვიყოთ, ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც მოსამატებელი გვაქვს. როგორც ვეტერანმა, შემიძლია ვთქვა, რომ დაცვა მართლა იგებს თამაშს.

კარგია, რომ მოწადინებულები ვართ. იმედია, ერსანი და ო ჯეი-ც კარგად იქნებიან და მალე დაგვიბრუნდებიან. ასევე ვიტყვი ეკპეზეც. მათ ძალიან ბევრის შემატება შეუძლიათ გუნდისთვის. ჩვენ უნდა გავიდეთ ფონს კოლექტიურად"
, - განაცხადა ფაჩულიამ ნამატჩევს.

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: "მილუოკის" ფანებო, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება!
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებას უსურვებ ზაზას ამ სეზონში. საუკეთესო სეზონი ყოფილიყოს!!!
სტუმარი
23:57 22-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული