შეხვედრის დასაწყისშივე რამდენიმე მოთამაშეს ფეხი დაუცურდა და წაიქცა, რის შემდეგაც მსაჯებმა მატჩი შეწყვიტეს, 20 წუთში კი გამოცხადდა, რომ შეხვედრა აღარ გაგრძელდებოდა. "მილუოკი" "ტორონტოს" 14:9 უგებდა.
არადა, ეს გახლდათ ორივე გუნდისთვის ბოლო საგამოფენო მატჩი. ნბა-ს სეზონი 1 ნოემბერს იწყება, გუნდები კი მზადების ბოლო ეტაპს გადიან.
პირველად, რაც "მილუოკიში" გა
ფაჩულიამ მშვენივრად დაიწყო "ტორონტოსთან" მატჩი და მოედანზე გატარებულ 6 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა მოგროვებული. განსაკუთრებით გამორჩეული იყო მისი ორქულიანი.
არც ერთ გუნდს ჯერ შეცვლაც არ ჰქონდა გაკეთებული, როცა თამაშის მე-7 წუთზე მატჩი შეწყდა და აღარ გაგრძელდა. მილუოკის "ჰარის ბრედლის" არენა მატჩის გასამართად მზად არ აღმოჩნდა.
ნბა-ს ჩემპიონატის პირველ მატჩს "მილუოკი" 1 ნოემბერს ბოსტონში, "სელტიქსთან" გამართავს.
წყარო: www.gbf.ge