დიდებული დაბრუნება: ზაზა ფაჩულიამ NBA-ს სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა

AutoSharing Option
ქართველი ცენტრი "მილუოკი ბაქსს", სადაც 2003-04 წლების სეზონი გაატარა, დიდებული თამაშით დაუბრუნდა.

NBA-ს ჩემპიონატის პირველ მატჩში მილუოკელები "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიუ იორკს" შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 83:90 დამარცხდნენ, ქართველი გულშემატკივარი მაინც კმაყოფილი იქნება.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა თავდაუზოგავი თამაშით მწვრთნელის სიმპათია დაიმსახურა და თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართული მოედანზე დიდი ხნით დარჩა. სასტარტო ლარი სანდერსმა 12:21 წუთი ითამაშა, ხოლო მისმა ნომინალურმა შემცვლელმა ფაჩულიამ მოედანზე მთლიანობაში 33:52 წუთი გაატარა.

ზაზა საბოლოოდ მილუოკელთაგან საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მისმა მონაგარმა 13
ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შეადგინა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

მილუოკელები მეორე მეოთხედში 25 ქულით აგებდნენ, თუმცა ანგარიშის შემცირება და გამარჯვების რბოლაში ჩართვა მოახერხეს. გადამწყვეტ მომენტში მასპინძლებმა მეტი მობილიზება გამოავლინეს და საბოლოოდ 7 ქულის სხვაობით იმარჯვეს.

მომდევნო მატჩს "მილუოკი" 2 ნოემბერს, ბოსტონში გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზა, მთელი საქართველო შენს გვერდზეა. მაგარი კალათბურთელი ხარ და ნამდვილი პროფესიონალი!!!
სტუმარი
13:13 31-10-2013
0
ყოჩაღ ზაზა. ნეტა დანარჩენ სპორტშიც შენნაირი წარმატებულები გვყავდეს
jondi
14:41 31-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული