"მილუოკი ბაქსმა" ზაფხულში ლარი დრიუს სახით მხოლოდ მთავარი მწვრთნელი არ შეიძინა, გუნდმა კარგი სკაუტიც დაიმატა.
სწორედ დრიუა "დამნაშავე" თავისუფალ აგენტ ზაზა ფაჩულიას დამატებაში - კალათბურთელის, რომელმაც მრავალი სეზონი გაატარა "ატლანტაში", სადაც დრიუ ხან ასისტენტი იყო, ხანაც მთავარი მწვრთნელი.
დრიუსთან "ტორონტოსთან" მატჩის წინ ვისაუბრეთ: "მე მართლაც ძალიან მოვინდომე. როცა გუნდს გადავხედე, დავრწმუნდი, რომ ერთი მაღალი, ხარისხიანი და მებრძოლი
"მე და ზაზა დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს. ვიფიქრე, რომ სწორედ ის იყო შესანიშნავი კანდიდატი გუნდში და ორგანიზაციაში მოსვლის. თანაც, მას აქ უთამაშია, იცნობს ქალაქს, იცნობს კლუბს და მან იცის, როგორი თამაში მიყვარს მე".
და მართლაც, როცა სასტარტო ცენტრ ლარი სანდერსს ძალიან უჭირს, 29 წლის ფაჩულია ბრწყინვალეა - "სელტიკსთან" მან 20 ქულა ჩააგდო და "ბაქსს" სეზონში პირველი მატჩი მოაგებინა.
მილუოკიში უკვე ბევრს ეიმედება 6,11 ფუტის სიმაღლე ფაჩულიასი, რომელმაც 2004/05 წლების სეზონი გაატარა ამ გუნდში, სანამ თავისუფალი აგენტის სტატუსით "ატლანტას" შეუერთდებოდა.
"მე ვიფიქრე, რომ ფაჩულია არის სწორედ ის, ვინც ჩვენ ყველაზე მეტად შეგვეფერება. მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ლიგის დიდ ცენტრებს, როი ჰიბერტს, დუაიტ ჰოვარდს, ბრუკ ლოპესს და ამ ტიპის ბიჭებს. ასეთებთან სათამაშოდ ერთი-ერთზე ფაჩულიასნაირი მაგარი ბიჭია საჭირო".
"მილუოკიმ" 3-წლიან კონტრაქტში ფაჩულიას 15,6 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ქართველს სწორედ დრიუ დაელაპარაკა და "მილუოკიში" დაპატიჟა.
"ლარი დრიუს ფაქტორმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ჩემი გადაწყვეტილების მიღებისას. მე მას კარგად ვიცნობ, ვიცი მისი სამწვრთნელო გამოცდილებაც, ვიცი, როგორ მენდობა და ეს ნდობა ორმხრივია. რა თქმა უნდა, მან დიდი წვლილი შეიტანა, მე რომ ახლა აქ ვარ", - აცხადებს ქართველი კალათბურთელი.
"უკვე დიდი ხანია, ვთამაშობ და კარგად ვიცი, რომ მთავარი ქულები და მოხსნები არაა. სტატისტიკას უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას. ჩემი მისია ამოიწურება იმით, რომ მსურს, ყოველ თამაშში გუნდს რეალურად დავეხმარო და მოვაგებინო. იმედი მაქვს, რომ ეს საქმე კარგად გამომივა".
ასევე იხილეთ:
ლარი დრიუ: აი, ვინ არის ზაზა ფაჩულია!