ამ გუნდის ამბავი იმიტომ გვაინტერესებს, რომ "ნეტს დეილი" ამტკიცებს, ბანაკის გახსნისას კლუბის განკარგულებაში იქნება თორნიკე შენგელიაცო.
"არმორი" "ბრუკლინ ნეტსის" პარტნიორი გუნდია და შარშან იქ რამდენჯერმე გაანათხოვრეს ქართველი ფორვარდი და მანაც ბრწყინვალედ ითამაშა.
"ბრუკლინელმა ტეშონ ტეილორმა უკვე განაცხადა, რომ "სფრინგფილდში" ითამაშებს, ხოლო თოკო შენგელიამ, სავარაუდოდ, აქ თამაში ფორმაში შესასვლელად უნდა გამოიყენოს. ზაფხულში მან მუხლის ოპერაცია გაიკეთა, ახლახან კი იგი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა", - წერს "ნეტს
შენგელია გამოჯანმრთელდა, თუმცა "ბრუკლინის" შემადგენლობაში თამაში არ უწევს და მისთვის "სფრინგფილდში" თამაში დროებით იდეალური გამოსავალი იქნება.
ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელია ნოემბერში "სფრინგფილდში" გადავა?
ჯობია, შეეცადოს შედარებით საშუალო გუნდი მოძებნოს NBA-ში და იქ აიმაღლოს კლასი და მერე ეძებოს უკეთესი გუნდი