ზაფხულში მიღებული ტრავმის გამო თორნიკემ ევროპის ჩემპიონატი და საგამოფენო მატჩები გამოტოვა. განსაკუთრებით, ამ უკანასკნელში ვერთამაშის გამო "იესი" მიიჩნევს, რომ 22 წლის ქართველის სათამაშო წუთები ლიმიტირებული იქნება.
მთავარი მიზეზი კი, რა თქმა უნდა, "ბრუკლინში" განხორციელებული ცვლილებებია. გუნდის შემადგენლობა ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური გახდა ლიგაში.
"თორნიკე (თოკო) შენგელია 22 წლის მსუბუქი ფორვარდია "ბრუკლინ ნეთსში", რომელიც "სიქსერსმა" შარშანდელ დრაფტში აირჩია, თუმცა მას "ნეთსმა" გაუფორმა
ის მხოლოდ 19 მატჩში გამოჩნდა და თამაშში საშუალოდ 5 წუთს გამოდიოდა, რომლის დროსაც 1,6 ქულას და 1,2 მოხსნას აგროვებდა.
მისი საუკეთესო მატჩი 15 აპრილს შედგა "ვაშინგტონ ვიზარდსთან" - 25 წუთში მან 11 ქულას და 11 მოხსნას მოუყარა თავი. თუმცა დიდი ნაწილი დროისა მან D-ლიგაში, "სფრინგფილდ არმორში" გაატარა.
რა იქნება ამ სეზონში? "ნეთსის" შემადგენლობა საინტერესოა. ის სავსეა ვეტერანი ვარსკვლავებით, რომელთაც უკვე ყველაფერი დაამტკიცეს და ნიჭიერი ახალგაზრდებით, რომელთაც ჯერ დასამტკიცებელი ბევრი აქვთ.
თოკოს წინა სეზონში შანსი თითქმის არ მიეცა და ახლა, 2013/14 წლების სეზონშიც მისი მთავარი იმედი ამ შანსის მიღება იქნება - ისეთის, როგორიც მან ვაშინგტონში მიიღო და გამოიყენა კიდევაც.
ჯერჯერობით მას ძალიან ბევრი აქვს საბრძოლო საამისოდ. მის წინ არიან პოლ პირსი, ალენ ანდერსონი, მირზა ტელეტოვიჩი და ანდრეი კირილენკო.
მდგომარეობა ისეთია, რომ თოკო კიდევ ბევრ დროს გაატარებს განათხოვრებით "სფრინგფილდში".
ამ სეზონში შენგელია დაახლოებით 30 მატჩს ითამაშებს, თუმცა არა გვგონია, მისმა სტატისტიკამ დიდად მოიმატოს", - წერს "იესი".
22 ნოემბერს "სფრინგფილდი" სეზონს იწყებს. "ნეთ ინკომის" მიხედვით, იმ დროისთვის შესაძლოა, თორნიკე შენგელია ამ გუნდის განაცხადში ვიხილოთ.
ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელიას მეუღლე სალომე ჯუღელი ჟურნალ Vogue-ის ვებგვერდზე [PHOTO]