"სეზონის წინ "მილუოკის" ხელმძღვანელობამ ახალი პარკეტი შეუკვეთა, რომელზეც სპეციალურად მუშაობდნენ დიზაინერები. ეს მართლაც კარგი იდეა იყო. ერთი ეგაა, პარკეტი ბოლომდე ვერ დაასრულეს და ამის გამო ერთი თამაში ჩაიშალა კიდევაც, რადგან კალათბურთელები გამუდმებით ეცემოდნენ", - წერს "პრო ბასკეტბოლი".
ახლა "მილუოკი" ისევ ძველ საფარს დაუბრუნდა, სანამ ახალს ბოლომდე არ შეარემონტებენ. შემდეგ კი ახალს დააგებენ და ძველს... ზაზა ფაჩულია იყიდის!
თითქმის ყოველი მეორე
"ფაჩულია ჩვენთვის უცნობ თანხად ყიდულობს საფარს. ზაზა ამას იმიტომ აკეთებს, რომ მერე ეს საფარი "მართვეს" აკადემიას გადასცეს სამშობლოში, სადაც მან ბავშვობაში კალათბურთის თამაში დაიწყო. სხვათა შორის, "ნეტსის" თორნიკე შენგელიაც იქ აღიზარდა.
ზაზამ იქ დაახლოებით 20 წლის წინ ვარჯიში დაიწყო და როცა ამ ზაფხულს მოინახულა, გაკვირვებული დარჩა, რადგან იგივე საფარი დახვდა".
"ის მართლაც ცუდად გამოიყურებოდა. ჩემი ოცნებაა, იქ ბავშვებმა კალათბურთი NBA-ს გუნდის პარკეტზე ითამაშონ. მე მინდა, ეს ოცნება ავასრულო." - აცხადებს ქართველი ცენტრი.
ასევე იხილეთ:
როგორ მოჰყვა ზაზა ფაჩულიას საოცარ ჩაგდებას თამაშის ჩაშლა! [VIDEO]
ვამაყობთ შენით.