ზაზა ფაჩულია: ჩემი ოცნებაა, თბილისში NBA-ს გუნდის პარკეტზე ითამაშონ

AutoSharing Option
ამერიკული პრესის ცნობით, "მილუოკი ბაქსის" ქართველი ცენტრფორვარდი ზაზა ფაჩულია კლუბის საშინაო არენის მოედნის საფარის ყიდვას და მის თბილისში ჩამოტანას აპირებს.

"სეზონის წინ "მილუოკის" ხელმძღვანელობამ ახალი პარკეტი შეუკვეთა, რომელზეც სპეციალურად მუშაობდნენ დიზაინერები. ეს მართლაც კარგი იდეა იყო. ერთი ეგაა, პარკეტი ბოლომდე ვერ დაასრულეს და ამის გამო ერთი თამაში ჩაიშალა კიდევაც, რადგან კალათბურთელები გამუდმებით ეცემოდნენ", - წერს "პრო ბასკეტბოლი".

ახლა "მილუოკი" ისევ ძველ საფარს დაუბრუნდა, სანამ ახალს ბოლომდე არ შეარემონტებენ. შემდეგ კი ახალს დააგებენ და ძველს... ზაზა ფაჩულია იყიდის!

თითქმის ყოველი მეორე
ამერიკული გამოცემა აქ იყენებს ფრაზას - ეს ხუმრობა არ გეგონოთ, სინამდვილეა - "პრო ბასკეტი" კი ხსნის მიზეზს, რის გამოც ჩვენებურს კლუბის ძველი საფარის ყიდვა უნდა.

"ფაჩულია ჩვენთვის უცნობ თანხად ყიდულობს საფარს. ზაზა ამას იმიტომ აკეთებს, რომ მერე ეს საფარი "მართვეს" აკადემიას გადასცეს სამშობლოში, სადაც მან ბავშვობაში კალათბურთის თამაში დაიწყო. სხვათა შორის, "ნეტსის" თორნიკე შენგელიაც იქ აღიზარდა.

ზაზამ იქ დაახლოებით 20 წლის წინ ვარჯიში დაიწყო და როცა ამ ზაფხულს მოინახულა, გაკვირვებული დარჩა, რადგან იგივე საფარი დახვდა".


"ის მართლაც ცუდად გამოიყურებოდა. ჩემი ოცნებაა, იქ ბავშვებმა კალათბურთი NBA-ს გუნდის პარკეტზე ითამაშონ. მე მინდა, ეს ოცნება ავასრულო." - აცხადებს ქართველი ცენტრი.

ასევე იხილეთ:

როგორ მოჰყვა ზაზა ფაჩულიას საოცარ ჩაგდებას თამაშის ჩაშლა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი კაცი ხარ ზაზა!
ketili
13:25 08-11-2013
0
ზაზას ნაირი ქართველი იშვიათია.
გია
13:30 08-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული