თორნიკე შენგელია კვლავ "ბრუკლინში" დააბრუნეს

AutoSharing Option
NBA-ს კლუბ "ბრუკლინ ნეტსის" ხელმძღვანელობა უცნაურად ექცევა ქართველ ფორვარდ თორნიკე შენგელიას.

20 წლის ჩვენებური თითქოს უკვე გაანათხოვრეს განვითარების ლიგის კლუბ "სფრინფილდ არმორში" პრაქტიკის მისაღებად, მაგრამ შაბათს ქართველი უკან დაიბრუნეს. ამის მიზეზი რუსი ანდრეი კირილენკოს ზურგის ტრავმა იყო. შემდეგ გაირკვა, რომ კირილენკოს ტრავმა არც ისე სერიოზული იყო და... თოკო ისევ "არმორში" გაუშვეს.

და აი, წუხელ "ბრუკლინმა" ქართველი კიდევ უკან გამოიძახა.

ამბობენ, რომ შენგელია და ტეშონ ტეილორი "ბრუკლინში" ერთი ვარჯიშისთვის დასჭირდათ - ფორტ ჰემილტონში კლუბი ვეტერანთა დღის აღსანიშნავ ღია ვარჯიშს მართავს და...
შემდეგ თოკოს ისევ დაუბრუნებენ "არმორს", რომლისთვისაც სეზონი 22 ნოემბერს იწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
thebrooklyngame.com: თორნიკე შენგელია სპრინგფილდში მეფესავითაა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
საგოლ საბაა:)))
nika
02:53 13-11-2013
0
საგოლ საბააა:))))))))))))
nika
02:52 13-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული