თორნიკე შენგელიამ NBA-ს მიმდინარე სეზონში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას დებიუტი მიმდინარე სეზონში. ქართველმა ფორვარდმა ვარსკვლავებით გადაჭედილ "ბრუკლინ ნეთსში" მიმდინარე ჩემპიონატში პირველად ითამაშა.

ეს მოხდა ლოს ანჯელესში, "კლიპერსის" წინააღმდეგ მატჩში, რომელშიც ბრუკლინელები მეორე შემადგენლობით თამაშობდნენ და კინაღამ გაიმარჯვეს.

"ბრუკლინს" ტრავმების გამო აკლდა ძირითადი ხუთეულის 4 მოთამაშე - დერონ უილიამსი, ბრუკ ლოპესი, პოლ პირსი, კევინ გარნეტი და პლუს სამარქაფო ანდრეი კირილენკო.

ასეთი დანაკლისით "ნეთსის" ლოს ანჯელესში გამარჯვება წარმოუდგენელი იყო, თუმცა სათადარიგოებმა ერთადერთი სუპერვარსკვლავის, ჯო ჯონსონის მეთაურობით კინაღამ სასწაული მოახდინეს.

პირველი ტაიმი ბრუკლინელებმა 55:54 მოიგეს და მეორეშიც ტოლს არ უდებდნენ
მრისხანე მეტოქეს.

საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა - 110:103 "კლიპერსის" სასარგებლოდ.

შენგელიამ ბრუკლინელთაგან ყველაზე ცოტა - 8,13 წუთი ითამაშა და ერთადერთ პასს გამორჩა.

თორნიკემ თითო ორქულიანი და სამიანი ააცილა, ხოლო მეტოქეზე 3-ჯერ დაჯარიმდა. მირზა ტელეტოვიჩმა 10 წუთში 2 ქულა მოაგროვა, ტაიშონ ტეილორმა კი 15 წუთში 13 ქულას მოუყარა თავი.

საუკეთესო შედეგი ბრუკლინელთაგან ანდრეი ბლეჩმა და ახალბედა მეისონ პლუმლიმ აჩვენეს - 19-19 ქულა.

3 მოგებითა და 6 წაგებით "ბრუკლინი" ატლანტიკის დივიზიონში ბოლო, მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 18 ნოემბერს შინ "პორტლენდთან" ჩაატარებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული