ზაზა ფაჩულიას "პორტლენდთან" ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას გუნდმა წაგებებს უხშირა. "მილუოკი ბაქსმა" მორიგი შეხვედრა შინ, "პორტლენდ ბლეიზერსთან" 82:91 წააგო.

"ირმები" ბოლო მეოთხედამდე არ ნებდებოდნენ, თუმცა გაცილებით უკეთესი შედეგების მქონე პორტლენდელებმა თამაში ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28,19 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ მილუოკელთა შემადგენლობაში 29 წუთზე მეტი არავის უთამაშია.

ფაჩულიამ 10 ორქულიანიდან 4, ხოლო 4 საჯარიმოდან 3 ჩააგდო, 11 ქულა მოაგროვა და ორმაგ მოხსნამდე 2 მოხსნა დააკლდა. ზაზამ თამაში 11 ქულით, 8 მოხსნით, 1 ჩაჭრით და 1
დაფარებით დაასრულა.

2 მოგებითა და 8 მარცხით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში, 22 ნოემბერს, "მილუოკი" "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული