თორნიკე შენგელიას პირველი ქულები NBA-ს მიმდინარე სეზონში

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ ნბა-ს მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოაგროვა. მინესოტაში გამართულ შეხვედრაში "ბრუკლინ ნეთსის" ქართელმა ფორვარდმა 21,43 წუთი ითამაშა და 2 ქულასთან ერთად 3 მოხსნაც მოაგროვა.

ბრუკინელებს მიმდინარე სეზონში ლამის ჩემპიონობის ამბიცია აქვთ და ჯერჯერობით ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებენ. მართალია, გუნდს რამდენიმე ლიდერი ჰყავს ტრავმირებული, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოსოსწინა, მე-14 ადგილზე ყოფნა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

"ბრუკლინმა" მილუოკიშიც წააგო - 81:111. "ნეთსს" აკლდა დერონ უილიმსი, ბრუკ ლოპესი, ჯეისონ ტერი და ანდრეი კირილენკო. ამ მატჩებში მწვრთნელი ჯეისონ კიდი იმას მაინც ახერხებს, რომ
ყველა სათადარიგოს ათამაშებს და ამით მათ სათამაშო პრაქტიკას აძლევს.

ამჯერად "ნეთსის" ყველა კალათბურთელზე თითქმის თანაბრად გადანაწილდა სათამაშო დრო. ყველაზე მეტი, 27 წუთი, სათადარიგო ტაიშონ ტეილორმა ითამაშა, რომელმაც შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

შენგელიამ 22 წუთში თითოჯერ შეასრულა სამივე ღირებულების ტყორცნა, საიდანაც ორქულიანი ჩააგდო.

მომდევნო შეხვედრას ბრუკლინელები 24 ნოემბერს, შინ "დეტროიტთან" გამართავენ.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული