ზაზა ფაჩულიას გუნდმა ფილადელდიაში ოვერტაიმში წააგო

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსის" მორიგი მარცხი - ამჯერად დაძაბულ ბრძოლაში. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ფილადელფიაში "სიქსერსთან" მძლავრად ითამაშა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო.

ძირითადი დროის დასრულებამდე 2,10 წუთით ადრე "მილუოკი" 10 ქულით იგებდა, თუმცა ფილადელფიელთა ცენტრმა, სპენსერ ჰეივესმა 2 სამქულიანი ჩააგდო და თამაში ოვერტაიმში გადაიზარდა, სადაც მასპინძლებმა 13:5 იმარჯვეს და შეხვედრა საბოლოოდ 115:107 მოიგეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე გატარებულ 34,16 წუთში 7 ქულა და 6 ქულა მოაგროვა. ზაზამ 8-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო.

მილუოკელთა შორის 38 ქულით დაასრულა შეხვედრა კერონ
ბატლერმა, ტრავმამოშუშებულ ერსან ელიასოვას ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა.

2 მოგებითა და 9 წაგებით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე არიან. მომდევნო მატჩი კი ხვალ, გამთენიისას, შინაურ არენაზე, "შარლოტთან" ელით.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული