30 ქართული ქულა და ორი გამარჯვება

AutoSharing Option
ესპანეთის პირველობაზე სამივე ქართველის ორმა გუნდმა 24 ნოემბერს მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა.

"სარაგოსამ" "ხუვენტუდს" უმასპინძლა და 87:83 მოიგო, "კახასოლმა" კი სტუმრად "გრან კანარიას" მისსავე მოედანზე 68:58 სძლია.

"სარაგოსას" გამარჯვება, უმთავრესად, ქართველთა დამსახურება იყო. ვიქტორ სანიკიძემ 19 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. გიორგი შერმადინმა მოედანზე ერთით მეტი, 20 წუთი გაატარა, 12 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა.

კახასოლელმა ქართველმა ბექა ბურჯანაძემ "გრან კანარიასთან" 8 წუთი ითამაშა და 2 ქულას 1 მოხსნა შეაწება.

როგორც "სარაგოსას", ასევე "კახასოლს" 7 ტურის შემდეგ
4-4 გამარჯვება აქვთ და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული