ლევან ფაცაციამ უკრაინაში რეკორდმატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატში მეხუთე შეხვედრა ჩაატარა ლევან ფაცაციას "დნიპრო-აზოტმა" და დაძაბულ ბრძოლაში "კრივბასთან" დამარცხდა - 72:74.

აზოტელებმა განსაკუთრებული მონდომებით მეოთხე პერიოდი ჩაატარეს, 26:19-იც მოიგეს, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე სამი ქულა მაინც დააკლდათ.

ფაცაციასთვის ეს იყო უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებული საუკეთესო შეხვედრა. მან არაერთი პირადი რეკორდი დაამყარა: პირველად ჩააგდო 13 ქულა, პირველად მოხსნა 13-ჯერ, პირველად შეასრულა 4 შედეგიანი გადაცემა, პირველად ჩაჭრა სამჯერ და მარგი ქმედების კოეფიციენტიც პირველად ჰქონდა 21. ლევანმა 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 ორიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ეს ყველაფერი მან
31 წუთში ჩატია.

საყურადღებოა, რომ ბოლო წამებზე თანაგუნდელებმა სწორედ მას მიანდეს გადამწყვეტი ტყორცნა, თუმცა ლევანის სამქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია.

"დნიპრო-აზოტს" დიდი თავსატეხი გაუჩინა "კრივბასის" პლეიმეიქერის, ვინსომ ფრეზერის სამქულიანებმა - 10-დან 6 ჩააგდო. მას 2 სამიანით (2 მცდელობიდან) შეეშველა "რუსთავის" ყოფილი კალათბურთელი ნეით ბოუი, რომელმაც საბოლოოდ 8 ქულა და 5 პასი მიითვალა. მან სირენამდე 9 წამით ადრე ჩაგდებული სამქულიანით გამოგლიჯა გამარჯვება სტუმრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული