სამწუხაროდ, ბრუკლინელები უშანსოდ დამარცხდნენ - 87:111.
"ნეთსის" კიდევ ერთმა ვარსკვლავმა ტრავმა მიიღო: პოლ პირსმა ხელი მოიტეხა, რაც დამატებითი შანსია ბრუკლინელი სათადარიგოებისთვის.
ლიდერთა ტრავმებმა გუნდის ახალგაზრდებს გზა გაუხსნა - ტაიშონ ტეილორი სულაც სასტარტო გახდა, მეისონ პლუმლის და თორნიკე შენგელიას კი სისტემატურად ეძლევათ სათამაშო დრო.
შენგელიამ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1
მირზა ტელეტოვიჩი ნაწყენია და ისეთ გუნდს ეძებს, სადაც მეტ სათამაშო დროს დაუთმობენ. "დენვერთან" კი ბოსნიელ მსროლელს 14 წუთი მიეცა და ამ ხნის განმავლობაში მან ოთხივე სროლა ააცილა. საუკეთესო კი ჯო ჯონსონი გახდა 22 ქულით, თუმცა რად გინდა - "ბრუკლინმა" შეხვედრა 33 ქულით დათმო.
5 მოგება-14 წაგებით "ბრუკლინი" აღმოსავლეთის 15 გუნდში მე-13 ადგილზეა. 5 დეკემბერს "ნეთსი" თავისზე სუსტ "ნიუ იორკს" უმასპინძლებს.
წყარო: www.gbf.ge