ზაზა ფაჩულიამ "სელტიკს" 8 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" "ბოსტონთან" საპასუხო შეხვედრა წააგო.

ზაზა ფაჩულიას გუნდმა 3 დღის წინ "სელტიქსს" შინ მოუგო, 4 დეკემბერს, გამთენიისას კი, ბოსტონში ითამაშა და შეხვედრა 100:108 დათმო.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 18 წუთით გამოჩნდა. ფაჩულიამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა დააგროვა და ამასთან ერთად, 4 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა.

"მილუოკიში" 19 ქულით ბომბარდირი ოჯეი მაიო გახდა, "ბოსტონში" კი ჯორდან ჯროუფორდმა 25 მიითვალა.

3 მოგებით და 14 წაგებით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთში ბოლო ადგილზე
რჩება. მორიგი მატჩი მილუოკელებს 5 დეკემბერს, გამთენიისას, შინ "დეტროიტთან" აქვთ.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული