ლევან ფაცაცია უკრაინაში რეკორდებს ეთამაშება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია უკრაინულ "დნიპრო-აზოტში" თამაშსაც აუმჯობესებს და რეკორდს რეკორდზე ამყარებს.

მან უკრაინაში გადასვლის შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 38 წუთი ითამაშა და ყველაზე მეტი, 9 მოხსნა მოაგროვა.

ქულებში რეკორდი ვერ გააუმჯობესა, მაგრამ სიუხვით მაინც გამოირჩა - 16 ჩააგდო (6/6 ორქულიანი, 6/1 სამიანი, 2/1 საჯარიმო).

გარდა ამისა, მის ანგარიშზეა 5 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (23) გუნდში მეორე იყო - იგორ კრივცოვმა 25 ქულა მიითვალა (26 მქკ).

ეს გახლდათ უკრაინის თასის გათამაშების (ჯგუფური სისტემით იმართება)
მორიგი ტურის შეხვედრა, რომელიც "აზოტმა" "გოვერლასთან" 71:75 დათმო.

საინტერესოა, რომ საფინალო სირენამდე 44 წამით ადრე ფაცაციას ჩაგდებული ორქულიანის შემდეგ სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა (70:72), თუმცა დარჩენილ დროში დნიპროელებმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული