ESPN-ის კორესპონდენტის, მარკ სტეინის თქმით, ორივე კლუბი ცდილობს, შემადგენლობებში "ხვრელები" ამოავსოს და ტრეიდს ამზადებს.
სავარაუდო ტრეიდის მიხედვით, "ჰიუსტონი" თურქ ცენტრ ომერ აშიქს "მილუოკიში" უშვებს, უკან კი ან მძიმე ფორვარდს, ასევე თურქ ირსან ილიასოვას მიიღებს, ან ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას.
მას მერე, რაც "ჰიუსტონში" დუაიტ ჰოვარდი გადავიდა, აშიქს სათამაშო დრო იმდენად შეუმცირდა, რომ ტრეიდი ოფიციალურად მოითხოვა. სტეინის თქმით კი, "მილუოკის" ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს აშიქი.
ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს