ქართველი ფორვარდი ტაიშონ ტეილორთან ერთად "ბრუკლინ ნეთსიდან" D ლიგის "სპრინგფილდ არმორში" გაანათხოვრეს. 23 დეკემბერს შენგელიამ მეორე მატჩი გამართა და 23 ქულით თავის გუნდს მეინის "რედ ქლაუსთან" გამარჯვებისკენ ულიდერა - 93:74.
შენგელიამ სასტარტო ხუთეულში 27 წუთი ითამაშა და 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 23 ქულასთან ერთად, თორნიკემ 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა და 5-ჯერ დაჯარიმდა. ტეილორმა 19 წუთი ითამაშა და 3 ქულას დასჯერდა.
"სპრინგფილდისთვის" ეს გამარჯვება მე-2 აღმოჩნდა
მიმდინარე სეზონში. შენგელიას გუნდს 9 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ დივიზიონში მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას "არმორი" 27 დეკემბერს,"დელავერთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge