თორნიკე შენგელიამ სან ანტონიოში 8 წუთი ითამაშა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ სან ანტონიოში, "სპურსის" წინააღმდეგ 8:23 წუთი ითამაშა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში არც ერთი სტატისტიკური ერთეული არ მოუპოვებია.

ქართველი ფორვარდი იმ დროს გაიყვანეს მოედანზე, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

ასეთ დროს, როცა შეხვედრას აზრი აქვს დაკარგული, ყველა ცდილობს, საკუთარი სტატისტიკა გაიუმჯობესოს და პასებს არ იძლევა. მირზა ტელეტოვიჩს ისედაც არ უყვარს პასების გაცემა და იმ დროს, როცა კომბინაციის გათამაშებას არავინ სთხოვდა, ბურთის ვინმესთვის მიმცემი ნამდვილად არ იყო.

ტელეტოვიჩმა შეხვედრის ბოლო 7 წუთში 8 ქულა მიითვალა და შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

რაც შეეხება მატჩს, ლიგის ერთ-ერთი ლიდერი "სან ანტონიო" უპირობო ფავორიტად ითვლებოდა და გაამართლა კიდეც ეს სტატუსი. მე-3 მეოთხედის ბოლოს "სპურსი" 30 ქულით იგებდა, შესაბამისად, ბოლო პერიოდში მოედანზე ძირითადად სათადარიგოები გავიდნენ და მათთან ერთად - შენგელიაც.

საბოლოოდ "სან ანტონიომ" 113:92 მოიგო და ბრუკლინელებს სეზონის 21 მარცხი შეამთხვია.

"ბრუკლინს" 10 მოგება გააჩნია და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება. მორიგი შეხვედრა შენგელიას გუნდს 2 იანვარს, ოკლაჰომაში ელის.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული