მართალია, ბრუკ ლოპესი ჯერაც ტრავმირებულია, თუმცა მოედანს გაუშინაურდნენ დერონ უილიამსი და ანდრეი კირილენკო, რაც აისახა კიდეც ბრუკლინელთა შედეგიანობაზე.
2 იანვარს ოკლაჰოაში გამარჯვების შემდეგ "ბრუკლინმა" მორიგი მატჩი შინაურ "ბარკლაი სენთერში" 5 იანვარს, გამთენიისას მოიგო.
თორნიკე შენგელიას გუნდმა ის "კლივლენდი" ისტუმრა, რომლის ასისტენტი მწვრთნელი საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცი იგორ კოკოშკოვია.
კლივლენდელებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს "ბრუკლინს" და შეხვედრა ბრძოლაში - 82:87 დათმეს.
ქართველმა ფორვარდმა სიმბოლური დროით - მატჩის ბოლო 13 წამი ითამაშა და ცხადია, ვერაფრის
"ბრუკლინს" 12 მოგების წილ 21 მარცხი გააჩნია და საკუთარ დივიზიონში მე-3, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს.
მორიგი შეხვედრა შენგელიას გუნდს 6 იანვარს, შინ "ატლანტასთან" ელის. "ატლანტას" ყოფილი მოთამაშე, ამჯერად "მილუოკის" წევრი ზაზა ფაჩულია კი ისევ ტრავმირებულია.
უკვე 1 თვე შესრულდა ზაზას დაშავების შემდეგ, ხოლო მილუოკელთა ხელმძღვანელობის მაშინდელი განცხადებით, ქართელი ცენტრის სავარაუდო უქმობის პერიოდი სწორედ 1 თვე იქნებოდა.
აქედან გამომდინარე, ფაჩულიას მოედანზე მალე უნდა ველოდოთ, თუმცა დღევანდელი მატჩის განაცხადში ის კვლავ არ იმყოფებოდა.
"მილუოკიმ" კი მორიგი, რიგით 26-ე მარცხი განიცადა. "ბაქსი" ფინიქსში, "სანსთან" 100:116 დამარცხდა. მილუოკელთაგან 25 ქულით საუკეთესო ბრენდონ ნაითი გახდა, ხოლო ოჯეი მაიომ პირად ანგარიშზე 20 ქულა ჩაიწერა.
7 მოგებითა და 26 წაგებით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციისა და სრულიად ლიგის უცუდეს შედეგს ფლობს. "ხარირემთა" წინ 10-10 მოგების მქონე "ნიუ იორკი", "საკრამენტო" და "ორლანდო" არიან. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 7 იანვარს, შინ "გოლდენ სტეიტთან" ელის.
წყარო: gbf.ge