ცხადია, სატრანსფერო ნიუანსების შესახებ რიგით ჟურნალისტზე მეტი თორნიკე შენგელიას აგენტმა ლევან მიქელაძემ იცის, რომელსაც 19 იანვარს გავესაუბრეთ.
- გაცვლა განხორციელდა, შენგელია "ჩიკაგო ბულსში" ითამაშებს - ეს გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა, როგორც ყოველი ტრეიდისას, მცირე ფორმალობები მოსაგვარებელია, რის შემდეგაც თორნიკე ბრუკლინიდან ჩიკაგოში გადაბარგდება.
- საინტერესოა, ვის მიერ იყო ინიცირებული გაცვლა და რომელი მხარისთვის უფრო მომგებიანი უნდა იყოს?
- მხოლოდ ორი კალათბურთელი რომ იცვლება, ცხადია, ეს ორივე მხარისთვის მისაღებია.
სამაგიეროდ, "ბულსმა" "ნეთსში" გაუშვა კალათბურთელი, რომლისთვისაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 2014-15 წლების სეზონშიც უნდა გადაეხადა.
გამოდის, რომ თუ "ჩიკაგო" შენგელიას ზაფხულში ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს, ამ ტრეიდის შედეგად ტიგისთვის გამიზნულ თანხას გამოითავისუფლებს.
- "ჩიკაგოში" გადასვლა შენგელიასთვისაც სასარგებლო უნდა იყოს...
- მთავარია, რომ იმაზე მეტი სათამაშო დრო ექნება, რაც "ბრუკლინში". დღეს ხუთეულში არავინ დააყენებს, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება აუცილებლად მიეცემა.
ყველაფერი თავად თორნიკეზეა დამოკიდებული, ტომ ტიბოდოს გუნდში თუ დაცვაში კარგად ითამაშებს, მეტ ნდობასაც დაიმსახურებს. თუმცა ისიც ყველამ ვიცით, რომ შენგელიას შეტევაშიც შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელია "ჩიკაგო ბულსში" - იქ, სადაც ჯორდანი თამაშობდა