თორნიკე შენგელიამ "ჩიკაგო ბულსში" 7-ნომრიანი მაისური აირჩია

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია ჩიკაგოში სამშაბათს უნდა ჩასულიყო. ასეც მოიქცა, კლუბის ხელმძღვანელობასაც შეხვდა და 7-ნომრიანი მაისურაც აირჩია.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში არც 23 და არც 7 ნომრად "ბულსში" არავინ თამაშობდა. 23-იანი სამუდამოდაა დაკავებული - მაიკლ ჯორდანის საკუთრებაა.

სამაგიეროდ, 7-ნომრიანი მაისურა ტონი კუკოჩისთვის მუდმივ მფლობელობაში არ გადაუციათ და ახლა მის გზას კიდევ ერთი ევროპელი, თორნიკე განაგრძობს.

სხვათა შორის, ისევე, როგორც ზაზა ფაჩულიასა და ვლადიმერ ბოისასთვის, შენგელიასთვისაც საყვარელი რიცხვი 7-ია.

სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშიც ამ ნომრით თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი "7" დაკავებულია - ფაჩულიას აცვია.
ისიც გავიგეთ, 2013 წლის ევრობასკეტზე ზაზა თავის სანაკრებო "შვიდიანს" შენგელიას უთმობდაო, მაგრამ ბოლო მომენტში თორნიკესაც ოპერაცია დასჭირდა და ნაკრებს ისიც გამოაკლდა.

როგორც ამერიკული პრესა იტყობინება, ქართველი ფორვარდის დებიუტი 22 იანვრისთვის იგეგმება.

22 იანვარს "ჩიკაგო" იგორ კოკოშკოვის "კლივლენდს" ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული