"ჩიკაგო ბულსმა" თორნიკე შენგელია განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
23 იანვარს, გამთენიისას, "ჩიკაგო ბულსმა" კლივლენდში ადგილობრივი "კავალერსი" 98:87 დაამარცხა, თუმცა "ხარების" ქართველ ფორვარდს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

თორნიკე შენგელიასთვის ეს იყო პირველი მატჩი, როცა "ჩიკაგოს" განაცხადში იმყოფებოდა. ქართველი ფორვარდი 12-კაციან განაცხადში შეიყვანეს, თუმცა თამაშის საშუალება არ მისცემია.

შენგელია სამშაბათს შეუერთდა ახალ გუნდს და პირველივე მატჩში რომ არ ათამაშებდნენ, ცხადი იყო.

NBA-ში დამკვიდრებული დაუწერელი კანონით, გუნდში ახალმისული მოთამაშე პირველ მატჩში მონაწილეობას არ იღებს.

ჩიკაგოელებმა 21-ე გამარჯვება მოიპოვეს და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში "ტორონტოსთან" მე-4-მე-5 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩს "ბულსი" შინ, 24
იანვარს, "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიდიიი თოკო,არ ჩამოყარო ყურები!!!
დავიდბე
11:09 23-01-2014
0
თოკო მინდა წარმატებები გისურვო!მაგრად გამიხარდა!ჩიკაგო ბულსი რა გუნდიც არის ყველამ იცის!
ჩვეულებრივი ადამიანი
11:14 23-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული