საქართველოს მსგავსად, უკრაინაშიც ორმატჩიანი საპლეიოფო სერიებია. პირველი შეხვედრა "დონეცკს" ჩერკასკში 6 ქულით ჰქონდა მოგებული, საპასუხო მატჩი კი საკუთარ მოედანზე 84:90 წააგო და 2 შეხვედრის ჯამში ფრე დაფიქსირდა.
დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც დონეცკელებმა ჩამორჩენის 2 ქულით შემცირება მოახერხეს და 102:106-ით დამარცხების მიუხედავად, სერიაში გამარჯვება მოიპოვეს და ოთხთა ფინალში გავიდნენ.
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:01 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 7
მასპინძელთა მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშე ამერიკელი ლეგიონერი მარკო კილინგსვორტი გახდა ორმაგი დუბლით (22 ქულა, 14 მოხსნა), მისმა თანამემამულე ბერნარდ კინგმა კი "დონეცკს" 20 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მოუტანა.
უკრაინის თასის გათამაშების ოთხთა ფინალის მონაწილენი ასე გამოიყურებიან: "დონეცკი", "ბუდიველნიკი", "ჰოვერლა" და "დნიპრო-აზოტი". დნეპროძერჟინსკულ გუნდში ქართველი ლეგიონერი ირიცხება, თუმცა ლევან ფაცაციას ხელი აქვს მოტეხილი და ამჟამად საქართველოში იმყოფება. ოთხთა ფინალს 8-9 თებერვალს კიევი უმასპინძლებს.
წყარო: gbf.ge