გიორგი ცინცაძის 18 ქულა და ოთხთა ფინალი

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "დონეცკი" უკრაინის თასის გათამაშების ოთხთა ფინალში გავიდა. დონეცკელებმა დაძაბულ მერვედფინალურ სერიაში მოიპოვეს გამარჯვება და "ჩერკასკი მავპი" გზიდან ჩამოიშორეს.

საქართველოს მსგავსად, უკრაინაშიც ორმატჩიანი საპლეიოფო სერიებია. პირველი შეხვედრა "დონეცკს" ჩერკასკში 6 ქულით ჰქონდა მოგებული, საპასუხო მატჩი კი საკუთარ მოედანზე 84:90 წააგო და 2 შეხვედრის ჯამში ფრე დაფიქსირდა.

დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც დონეცკელებმა ჩამორჩენის 2 ქულით შემცირება მოახერხეს და 102:106-ით დამარცხების მიუხედავად, სერიაში გამარჯვება მოიპოვეს და ოთხთა ფინალში გავიდნენ.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:01 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 7
პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, 4 შეცდომა დაუშვა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძელთა მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშე ამერიკელი ლეგიონერი მარკო კილინგსვორტი გახდა ორმაგი დუბლით (22 ქულა, 14 მოხსნა), მისმა თანამემამულე ბერნარდ კინგმა კი "დონეცკს" 20 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მოუტანა.

უკრაინის თასის გათამაშების ოთხთა ფინალის მონაწილენი ასე გამოიყურებიან: "დონეცკი", "ბუდიველნიკი", "ჰოვერლა" და "დნიპრო-აზოტი". დნეპროძერჟინსკულ გუნდში ქართველი ლეგიონერი ირიცხება, თუმცა ლევან ფაცაციას ხელი აქვს მოტეხილი და ამჟამად საქართველოში იმყოფება. ოთხთა ფინალს 8-9 თებერვალს კიევი უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული