ვილიმ ესპანელ თანატოლებთან ერთად მალაგის ტურნირშიც მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა.
მას მერე იგი თბილისში ემზადებოდა, ახლახან კი კლუბმა თვითმფრინავის ბილეთი, გამზადებული კონტრაქტი გამოუგზავნა და ხელმოწერის შემდეგ ახალგაზრდა ქართველი კანარებზე გაემგზავრა.
მანამდე მას რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- გავაფორმე არაპროფესიონალური კონტრაქტი, რომლის მიხედვით, გუნდში ვითამაშებ, ვიდრე 18 წლისა გავხდები. შემდეგ უკვე პროფესიონალური კონტრაქტი ფორმდება და თუ ორივე მხარის სურვილი იქნება, კვლავ "გრან
შეგახსენებთ, რომ ება-ში სხვადასხვა დროს თამაშობდნენ თორნიკე შენგელია, ბექა ჩიკვილაძე, გიორგი შარაბიძე, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი, კოკა ტომარაძე, გრიგოლ შვანგირაძე...
ეს ლიგა ესპანეთში რიგით მეოთხეა და მასში ყველა ასაკის კალათბურთელებს აქვთ თამაშის უფლება.
ასე რომ, ვილისთვის ება-ში ასპარეზობა მეტად სასარგებლო იქნება.
- "გრან კანარიას" ახალგაზრდულ გუნდში მხოლოდ მე არ ვიქნები უცხოელი. მასში სამი აფრიკელი და ერთი ლატვიელი თამაშობს. მათგან ერთი, ბარო მუჰამედი "კანარიას" მთავარ გუნდშიცაა.
ვილი ისიანთან ერთად გავიხსენეთ დეკემბერში გამართული მალაგის ტურნირი.
- "გრან კანარიასთან" ერთად სამი შეხვედრა ჩავატარე. ეს არ იყო ეგრეთ წოდებული შესარჩევი მატჩი, რომელშიც ყველა ინდივიდუალურად ცდილობს თავის გამოჩენას - გუნდურად ვთამაშობდით და მეც ვცდილობდი, ჩემი წვლილი შემეტანა გუნდის წარმატებაში.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ვილი ახლა ესპანეთშია და ახალ გუნდთან ერთად ემზადება კარიერის ახალი ეტაპისთვის.
მკითხველს იმასაც შევახსენებთ, რომ "გრან კანარიაში" აქამდე საქართველოს ნაკრების ორი ამერიკელი კალათბურთელი თამაშობდა - ტორინ გრინი და მარკიზ ჰეინსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვილი ისიანის აბსოლუტური რეკორდი - 127 ქულა ერთ მატჩში!