ბურჯანაძის 17 ქულა და გასვლითი გამარჯვება ბილბაოში

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელებმა სტუმრად “ბილბაო” დაამარცხეს, მატჩის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა კი სწორედ ბურჯანაძე გახლდათ.

კანარელებმა საბოლოოდ 97:90 გაიმარჯვეს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 20:44 წუთში 17 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. კუნძულელების ბომბარდირი გახდა ჯონ შურნა, რომელმაც ბურჯანაძეზე
ორით მეტი ქულა ჩააგდო – 19. გამარჯვებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ვეტერან გამთამაშებელ ომარ კუკს. მან 16 ქულას 9 პასი მიამატა.

“გრან კანარიას” 4-4 მოგება-წაგება აქვს და ორ გუნდთან მეექვსე-მერვე ადგილებს ინაწილებს. ეს ორი კლუბი ბურჯანაძისა და შერმადინის მიერ ძლეულები არიან – “ბურგოსი” და “ბილბაო”.

“გრან კანარია” მომდევნო მატჩს 17 ნოემბერს, შინ “მურსიასთან” გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული