15 დეკემბერს, ლიგა ენდესის მე-13 ტურში ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ" სახლში 102:100 დაამარცხა "მონბუს ობრადარიო".
გამარჯვებულის გამოვლენას ორი ოვერტაიმი დასჭირდა, ბურჯანაძე კი კარგად გაისარჯა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
ბურჯანაძემ 27:24 წუთში 14 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
"გრან კანარია" 7 მოგებით მერვე ადგილზეა და 21 დეკემბერს სტუმრად გიორგი შერმადინის "იბეროსტარს" დაუპირისპირდება.