ქართველების გუნდს ნახევარფინალში ესპანური და სრულიად საკონტინენტო გრანდი - მადრიდის "რეალი" გადაეღობა.
ესპანეთის ნაკრების მოთამაშეებით გაძეძგილმა მადრიდელებმა ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი შერმადინის გუნდი 98:66 დაამარცხეს. ცნობისთვის აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე სეზონში "სარაგოსას" "რეალი" პრიმერადივიზიონის პირველ წრეში დამარცხებული ჰყავს.
რაც შეეხება წუხანდელ, სათასაო შეხვედრას, მადრიდელებში ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავები - რუდი ფერნანდესი, სერხიო როდრიგესი, ნიკოლა მიროტიჩი და სერხიო ლიული გამოირჩნენ. რაც შეეხებათ სარაგოსელებს, არაგონულ გუნდში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო.
ქართველმა ცენტრმა სეზონის
შერმადინმა 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 30(!)-ს უწია, რაც ესპანური ლიგისთვის მართლაც გამორჩეული შედეგია.
ამ მაჩვენებლის სიდიდე სარაგოსელებში 10-ამდეც კი არავის მიუღწევია. ქართველი ცენტრი ერთი თავით მაღლა იდგა მოედანზე მყოფებზე, თუმცა მხოლოდ მისი შემართება "რეალის" დამარცხებას არ ეყო.
შერმადინივით ვერა, მაგრამ ურიგოდ არ უთამაშია "სარაგოსას" მეორე ქართველ ლეგიონერ ვიქტორ სანიკიძეს. ის შერადინთან ერთად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26:28 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. საკინიკიძემ 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
"სარაგოსამ" დაასრულა თასის გათამაშებაში ასპარეზობა. ფინალში "რეალს" მარადიული მეტოქე, "ბარსელონა" შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში "ვალენსია" 89:81 დაამარცხა.
წყარო: gbf.ge