გიორგი ცინცაძის "დონეცკი" უკრაინის თასის ფინალში "ბუდიველნიკთან" დამარცხდა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "დონეცკი" უკრაინის თასის გათამაშების ფინალში დამარცხდა. დონეცკელებმა ტიტული უკრაინის მოქმედ ჩემპიონ კიევის "ბუდიველნიკთან" დათმეს. მატჩი კიევში გაიმართა და მასპინძლებმა "დონეცკი" 96:88 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა დონეცკელთა სასტარტო ხუთეულში 28,39 წუთი ითამაშა. ცინცაძემ 6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო და 1 სამქულიანი ჩააგდო. მთლიანობაში გიორგიმ 8 ქულა, 9 პასი, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ცინცაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) დონეცკელთა შორის მეორე შედეგი იყო. საუკეთესო კი ბერნარდ კინგი (27) გახდა, რომელმაც 3
9 წუთში 26 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული