სანიკიძემ და შერმადინმა "ვალენსიას" ჯამში 34 ქულა ჩაუგდეს [VIDEO]

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი შერმადინის "სარაგოსა" აღარ ხუმრობს. არაგონელებმა ესპანეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსან "ვალენსიას" უმასპინძლეს და გუნდს, რომელიც სატურნირო ცხრილში "ბარსელონაზე" წინაა, 95:89 სძლიეს.

შეხვედრის "ჰაილაითებში" შერმადინის ერთი და სანიკიძის ორი ჩატენვა მოხვდა. ორივემ მაღალ დონეზე ითამაშა და ერთობლივად 34 ქულა ჩაიწერა.

სანიკიძის მონაგარი ასეთი იყო: 26 წუთი, 16 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 პასი. შერმადინმა 26 წუთში 18 ქულა (10-დან 7 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო) და 4 მოხსნა გაიფორმა.

"სარაგოსამ" სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე აინაცვლა
- 12 მოგება, 8 მარცხი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბექა ბურჯანაძის "კახასოლს" 10-10 მოგება-წაგება აქვს და მერვე ადგილზეა. ბოლო ტურში სევილიელებმა მადრიდში "ფუენლაბრადას" 84:75 სძლიეს. ბექამ 3 წუთი ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ხდება ვილი ისიანის თავს , ხომ ვერ გვეტყოდით?
puma
10:37 24-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული