თუკი გასულ სეზონში ქართველ ცენტრს ბერძნულ გრანდში ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა, ახლა ის გუნდს ერთ-ერთ ლიდერად უბრუნდება.
პირეოსელები ევროპალიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე არიან და ცენტრის პოზიციის გასაძლიერებლად სწორედ ქართველი ცენტრი შეიგულეს, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები ესპანეთის მძლავრ ლიგაში კარგად წარმოაჩინა.
შერმადინის "ოლიმპიაკოსში" გადასვლის ამბავი ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდა. "სარაგოსას"
საბოლოოდ ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნდა, რომ ბერძნები შერმადინს კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე სთავაზობდნენ, გიორგის კი 1,5-წლიანი ხელშეკრულება სურდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შერმადინს "ოლიმპიაკოსში" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ექნება. ქართველი კალათბურთელი პირეოსში 27 თებერვალს ჩავა და გუნდში პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.
ბერძნულ გრანდს ევროლიგის მე-2 ეტაპზე შექმნილ E ჯგუფში 4 მოგება და 3 მარცხი გააჩნია და იტალიურ "მილანთან" და მარადიულ მეტოქე ათენის "პანათინაიკოსთან" ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
ცნობისთვის, მეოთხედფინალში E და F ჯგუფების ოთხ-ოთხი საუკეთესო გადის.
საბერძნეთის ჩემპიონატში "ოლიმპიაკოსს" 19 ტურის შემდეგ 17 გამარჯვება აქვს და "პანათინაიკოსს" 1 მოგებით ჩამორჩება. პირეოსელებს მომდევნო მატჩი 1-ელ მარტს ელით, როდესაც პატრასში მეშვიდეადგილოსან "აპოლონს" ესტუმრებიან. შერმადინის დებიუტი კი, სავარაუდოდ, 28 თებერვალს, ევროლიგაში შედგება, როცა "ოლიმპიაკოსი" სტამბულში "ფენერბაჰჩეს" ესტუმრება.
წყარო: www.gbf.ge