მორიგი გამარჯვება "ბულსმა" დასავლეთის ერთ-ერთ მძლავრ გუნდ "გოლდენ სტეიტთან" მოიპოვა.
ჩიკაგოელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 20 ქულის სხვაობით - 103:83 დაამარცხეს.
ქართველი ფორვარდი მოედანზე 2:07 წუთით გამოჩნდა. შენგელიამ ამ დროში 1 მოხსნის მოხვეჭა მოასწრო, 1 სროლა კი ააცილა. საუკეთესო კი ტაჯ გიბსონი აღმოჩნდა, რომელმაც 27 წუთში 21 ქულა დააგროვა. კარლოს ბუზერმა და მაიკ დანლივიმ 15-15 ქულა დააგროვეს.
"ჩიკაგოს" 31 მოგების წილ 26 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. შემდეგი მატჩი
წყარო: gbf.ge