"ელ პერიოდიკო არაგონის" ინფორმაციით, ეს ტრანსფერი ბერძნულ კლუბს 100 ათასი ევრო დაუჯდა.
როგორც "ელ პერიოდიკო" წერს, ტრანსფერების ბოლო დღეს შერმადინმა "სარაგოსასთან" ერთად ივარჯიშა, ხოლო მას მერე, რაც "ოლიმპიაკოსთან" ტრანსფერის დეტალები შეთანხმდა, ქართველმა ცენტრმა თავისი პირობები წარუდგინა "ოლიმპიაკოსს", რომლებზეც ასევე შედგა შეთანხმება საღამოს ხუთი საათისთვის.
დედლაინამდე კიდევ ერთი საათი რჩებოდა. ასე რომ, ტრანსფერი მოესწრო.
საღამოს შერმადინი ხელმძღვანელობას და მოთამაშეებს დაემშვიდობა:
"აქ ძალიან კარგი 6 თვე გავატარე,
დიდი მადლობა აგრეთვე ფანებს, რომელთა სითბოსაც მუდამ ვგრძნობდი. შეხედეთ ჩემს ტელეფონს, აქ უამრავი მესიჯია მოსული, რომლებშიც ფანები მადლიერები არიან და წარმატებას მისურვებენ. ზოგიერთი "სარაგოსაში" დარჩენას მთხოვს", - განაცხადა შერმადინმა.