რამდენი გადაიხადა ბერძნულმა "ოლიმპიაკოსმა" გიორგი შერმადინში

AutoSharing Option
როგორც იცით, "სარაგოსას" ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი სეზონის ბოლომდე ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა, სადაც ადრეც ასპარეზობდა.

"ელ პერიოდიკო არაგონის" ინფორმაციით, ეს ტრანსფერი ბერძნულ კლუბს 100 ათასი ევრო დაუჯდა.

როგორც "ელ პერიოდიკო" წერს, ტრანსფერების ბოლო დღეს შერმადინმა "სარაგოსასთან" ერთად ივარჯიშა, ხოლო მას მერე, რაც "ოლიმპიაკოსთან" ტრანსფერის დეტალები შეთანხმდა, ქართველმა ცენტრმა თავისი პირობები წარუდგინა "ოლიმპიაკოსს", რომლებზეც ასევე შედგა შეთანხმება საღამოს ხუთი საათისთვის.

დედლაინამდე კიდევ ერთი საათი რჩებოდა. ასე რომ, ტრანსფერი მოესწრო.

საღამოს შერმადინი ხელმძღვანელობას და მოთამაშეებს დაემშვიდობა:

"აქ ძალიან კარგი 6 თვე გავატარე,
თავს ბრწყინვალედ ვგრძნობდი და მადლიერი ვარ მწვრთნელის, რომელმაც კარგად იცის გუნდის გაძღოლა. აქ ჩემს თანამემამულეს ვტოვებ და მივდივარ "ოლიმპიაკოსში", სადაც ადრეც მითამაშია.

დიდი მადლობა აგრეთვე ფანებს, რომელთა სითბოსაც მუდამ ვგრძნობდი. შეხედეთ ჩემს ტელეფონს, აქ უამრავი მესიჯია მოსული, რომლებშიც ფანები მადლიერები არიან და წარმატებას მისურვებენ. ზოგიერთი "სარაგოსაში" დარჩენას მთხოვს"
, - განაცხადა შერმადინმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი სულ წარმატებებით გევლოს.
gaiozi
16:37 28-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული