თორნიკე შენგელიას "ჩიკაგო" აღმასვლას განაგრძობს

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულსი", რომლის ღირსებასაც თორნიკე შენგელია იცავს, აღმასვლას განაგრძობს. ჩიკაგოელებმა მორიგ მატჩში სტუმრად "ნიუ იორკი" არ დაინდეს და 109:90 გაანადგურეს.

ქართველმა ფორვარდმა მატჩის უკანასკნელი 3:08 წუთი ითამაშა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, როცა მატჩის ბომბარდირ დიჯეი აუგუსტინს პერიმეტრზე უპასა და ამ უკანასკნელმა ზუსტი 3-ქულიანით თავისი საბოლოო მონაგარი - 23 ქულა დააფიქსირა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ფრანგ-ამერიკელი ჟოაკიმ ნოა გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა - 13 ქულა, 12 მოხსნა, 14 პასი. ჯიმი ბატლერმა 19 ქულა დააგროვა, კარლოს ბუზერმა - 14.

ჩიკაგოელებისთვის
ეს გახლდათ ბოლო 10 მატჩიდან მე-9 მოგება, რის შემდეგაც "ხარებმა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს. მათ მთლიანობაში 33 მოგება და 26 წაგება აქვთ. მომდევნო თამაში შენგელიას თავის ყოფილ გუნდ "ბრუკლინთან", ჩვენი დროით, 4 მარტის გამთენიისას ელის.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული