თორნიკე შენგელიას 11 ქულა და მორიგი გამარჯვება პრიმერადივიზიონში

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. "ლაბორალ კუტჩამ" "გიპუზკოა ბასკეტს" უმასპინძლა და 79:62 გაიმარჯვა.

ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაშ 24 წუთი გაატარა. შენგელიამ 6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში თოკომ 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 დაფარება და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა.

შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 12 შეადგინა და ის 2 ერთეულით ჩამორჩა თავის გუნდელებს - ტომას უერტელს და ლამონ ჰამილტონს.

3 მოგებითა და 4 მარცხით "ლაბორალი" 18-გუნდიან პრიმერადივიზიონში
მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ვიტორიელები 23 ნოემბერს, სტუმრად "ხუვენტუდთან" გამართავენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული