გიორგი შერმადინის "კანტუს" დაუჯერებელი გამარჯვება გერმანიაში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "კანტუმ" 25 ნოემბერს, ღამით, გერმანიაში "არტლანდ დრაგონსის" წინააღმდეგ ითამაშა.

მართალია, კანტუელებს მანამდე ევროთასზე მოგება არ ჰქონდათ, მაგრამ გუშინ დამაჯერებლად ითამაშეს, ბოლო წამებზე სამქულიანი ჩამორჩენა +2-ად აქციეს და 68:66 გაიმარჯვეს.

16 წამით ადრე "არტლანდი" 66:63-ს იგებდა, თუმცა იტალიელმა ალესანდრო ჯენტილემ ჯარიმიანი ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ავადუ აბასმა გვერდიდან შემოტანისას გერმანელებს ბურთი ჩაუჭრა და საფინალო სირენასთან ერთად, დამიენ ჰოლისმა გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.

გიორგი შერმადინი მატჩის იტალიელმა კომენტატორებმა არაერთხელ შეაქეს. მან 17 წუთში 9 მოხსნა, 4 ქულა და 3 პასი
გაიფორმა. გიორგი გუნდზე თამაშობდა და იშვიათად სტყორცნიდა, საბოლოოდ კი ორი საჯარიმო და ერთი ორქულიანი ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული